დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღების უმეტესობაში აღსაზრდელები არ მივიდნენ. საბავშვო ბაღებში დღეს სულ 111 აღსაზრდელი დაფიქსირდა.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელი, ნინო ბარამიძე ამბობს, რომ აღსაზრდელების გამოუცხადებლობა, შეიძლება ვირუსს ან უამინდობას უკავშირდებოდეს.
_ დღეს 111 ბავშვია მთლიანად ბაღებში. კერძოდ, საბავშვო ბაღში – 31, 1 ბაგა-ბაღში- 40, მეორე ბაგა-ბაღში -10, შუა ამაღლებაში -7, ბუკნარში-7, ბასილეთში-5, ხიდისთავში-7, კოხნარში-4. 13 ბაღში კი მიუხედავად იმისა, რომ მათ აღმზრდელები და ბაღის თანამშრომლები ელოდებოდნენ, აღსაზრდელები არ მივიდნენ. ეს ბაღებია: გოგოლესუბანის, ამაღლების, სამების, ვან ზომლეთის, ქვენობანის, ხევის, ზოტის, ნაბეღლავის, იანეულის, ერკეთის, ბუკისციხის, საჭამიასერის და ჯვარცხმის. ბევრს ვირუსი აქვს. მაგალითად, ბუკისციხის ბაღში გუშინაც არ იყვნენ ბავშვები. თუმცა, ჩამოთვლილ სხვა ბაღებში გუშინ სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობდა. ბაღი მზად არის აღსაზრდელების მისაღებად. თანამშრომლები მისულები არიან, სითბოა. ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ამინდის გამო არ მიიყვანა მშობელმა ბავშვი.
ავტორი