დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად „სინათლე მედია“ “ეზოში” საახალწლო ფლიმარკეტს აწყობს.
ეს დღე სამ მთავარ აქტივობას აერთიანებს: ფლიმარკეტს, აუქციონს და სინათლის მარშს.
ფლიმარკეტი – 14:00–18:00 მოიტანე შენი ნივთები, გაყიდე სინათლისთვის და გააძლიერე დამოუკიდებელი ონლაინმედია.
15:00 საათზე გიორგი ლიპარიშვილი ბავშვებისთვის კითხვა-შექმნის ვორქშოფს ჩაატარებს, სადაც საახალწლო ზღაპარს წაიკითხავენ და ხელისგულისხელა წიგნებს შექმნიან.
16:00 საათზე “ეზოში” არსებული სამოყვარულო გუნდი საშობაო სიმღერებს შეასრულებს.
აუქციონი: 18:00 აუქციონზე გაიყიდება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, პოსტერები და განსაკუთრებული ისტორიის მქონე მემორიალური ნივთები. სინათლის მარში | 20:00 დღე დასრულდება სინათლის მარშით – მედიის მხარდასაჭერი მშვიდობიანი მსვლელობით რუსთაველისკენ.
ფლიმარკეტის სტუმრებს “ეზო” ბარით, გლინტვეინითა და გრილზე მომზადებული კერძებით უმასპინძლებს. “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ონლაინმედიების ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
კამპანიის პლატფორმა: https://sinatle.media/ ანგარიშის ნომრები: თიბისი ბანკი #GE76TB7548536080100013 საქართველოს ბანკი #GE06BG0000000609779465 მიმღები: “ხალხის წყარო” ემიგრაციიდან: https://www.gofundme.com/f/help-media-in-the-fight-for-democracy-in-georgia






























































