დღეს დილით “ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს.
იმის გასარკვევად, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, “გურია ნიუსი” გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც აღნიშნული სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ კობიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის ვერ მოხერხდება.
“მიუხედავად მაქსიმალურის გაკეთებისა, დღეს ვერ შევძლებთ აღდგენას. ნაპოვნია დაზიანების ადგილი, მაგრამ იმდენად მიუვალი ტერიტორიაა, წინ ტრაქტორი მიდის, რომ გზა გაკაფოს და უკან ჩვენი ჯგუფი მიჰყვება. მთელი ღამე მოგვიწევს პროჟექტორის შუქზე მუშაობა, რომ ხვალისთვის მოსახლეობას გაზი ჰქონდეს”, _ გვითხრა კობიძემ.