დღეს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიში“ გაიმართება.
ღონისძიებას 1300 სტუმარი დაესწრება, მათ შორის უმრავლესობა პარტიის დელეგატი იქნება. ორგანიზატორების თქმით, პარტიის ყრილობა არაპომპეზურ გარემოში ჩატარდება. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პოლიტსაბჭოს განახლებულ და შემცირებულ 15-კაციან შემადგენლობას დაამტკიცებს.
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ყრილობის მიმდინარეობას ადგილბრივ განთავსებულ მედია ცენტში ადევნონ თვალი.
ყრილობის დარბაზში კი მხოლოდ მოძრავი სატელევიზიო სადგურის ვიდეო კამერები იმუშავებენ.
მედიას კომენტარების ჩაწერა მხოლოდ ყრილობის დასრულების შემდეგ შეეძლება.