“მაგთიკომი” მომხმარებელს 3G ქსელის გათიშვაზე აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ინტერნეტი ამაღამ, 11 იანვრის ღამეს 02:00 საათიდან 06:00 საათამდე გაითიშება. “მაგთიკომის” ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
“11 იანვრის ღამეს, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაითიშება 3G ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას. მითითებულ პერიოდში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად. მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა (თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას)”, _ წერია კომპანიის განცხადებაში.