ლანჩხუთში გარდაცვლილი 28 წლის პოლიციელი, ვაჟა ვენჯელაშვილი დღეს დაკრძალეს.
სოციალურ ქსელში ახალგაზრდას ემშვიდობებიან.
“დღეს მივაბარეთ მიწას ჯან-ღონით სავსე 28 წლის ახალგაზრდა…. გამძლეობა ოჯახს. მთელი ლანჩხუთი გლოვობს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 28 წლის პოლიციელი 3 აპრილს, გვიან ღამით გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა დაიღუპა.