https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“

8:36; 1.04.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“ – ეს თითქოსდა უწყინარი ფრაზა ბავშვობის ასაკიდან თითოეულ ჩვენთაგანს არაერთხელ სმენია. აპრილის პირველ დღეს ნაცნობ-მეგობრების მოტყუებას ყოველთვის გულმოდგინედ ვცდილობთ. ეს რთული საქმე ზოგჯერ „წარმატებით“ გამოგვდის, თუმცა ხშირად „გათამაშების“ მსხვერპლი თავად ვხვდებით. ამ „შეჯიბრში“ გამარჯვებული „ბარონ მიუნჰაუზენის“ ის მიმბაძველი გამოდის, რომელიც საკუთარი დამაჯერებელი ტყუილით მეტი ადამიანის „გაცურებას“ მოახერხებს.

პირველი აპრილის „საქმიანობაში“, მსოფლიოში არსებული სოლიდური მასმედიის საშუალებებიც აქტიურად ერთვებიან. ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და საპირველაპრილო ტყუილებს ოფიციალური ორგანოებიც კი იჯერებენ. პირველი აპრილის ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო სამწუხაროდ ზუსტად არავინ იცის.

ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ „სულელების დღეს“ გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული.

დადგა მე-20 საუკუნე, მოვიდა მასმედიის და ინტერნეტის ხანა და პირველი აპრილის ტრადიციამ ფრთები გაშალა – ახლა ხომ უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამოდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი!

მსოფლიო მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი პირველი „ცნობილი“ საპირველაპრილო „ხუმრობა“ 1934 წლით გახლავთ დათარიღებული.

იმ წელს არაერთმა ამერიკულმა გაზეთმა, მათ შორის „The New York Times“-მაც, დაბეჭდა მფრინავი კაცის ფოტო, რომელიც ჰაერში საკუთარი სუნთქვით მომუშავე აპარატს ეჭირა. თანმდევი სტატიები აღტაცებით აღწერდნენ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას. კაცი, რომელიც გაზეთების მტკიცებით, გერმანელი მფრინავი ერიკ კოხერი გახლდათ, მკერდზე მიმაგრებულ ყუთში ჰაერს ბერავდა, რაც ძლიერი შემწოვი ეფექტის შემქმნელ როტორებს ააქტიურებდა. ამ ყველაფრის შედეგად კი ადამიანი ჰაერში იწეოდა. თუმცა ამერიკულმა გაზეთებმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს – მთელი ეს ისტორია უბრალოდ ხუმრობა იყო. აღნიშნული ფოტო პირველად გერმანული გაზეთის „Berliner Illustrirte Zeitung“  საპირველაპრილო ნომერში გამოქვეყნდა. ამერიკაში კი იგი „Hearst“-ის ფოტოგამავრცელებელი საერთაშორისო სააგენტოს წყალობით მოხვდა, რომელიც თავად აღმოჩნდა მოტყუებული.

1957 წელს, საკმაოდ ავტორიტეტულმა ახალი ამბების შოუმ „Panorama“ გამოაცხადა, რომ ნაკლებად მკაცრი ზამთრის წყალობით, შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის ერთი-ორად გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. სიახლის ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც შვეიცარიელი გლეხები სპაგეტის გროვ-გროვად ხსნიდნენ ხეებიდან. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი ჩაითრია. BBC-ის ოფისში ზარები არ წყდებოდა – ყველას აინტერესებდა, თავად როგორ უნდა გაეზარდათ სპაგეტის ხე. მსგავს კითხვებზე BBC დიპლომატიურად პასუხობდა – ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთესის იმედი გქონდეთო.

1962 წელს შვედეთში მხოლოდ ერთი ტელეარხი მაუწყებლობდა – რა თქმა უნდა, შავ-თეთრ ფორმატში. პირველ აპრილს ამ არხის ტექნიკური ექსპერტი კიელ შტენსონი ახალი ამბების შემდეგ საზოგადოებას წარუდგა და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით, ყველა მაყურებელს შეეძლო თავიანთი ტელევიზორები ფერადი ტელესიგნალის მიმღებებად გადაექციათ. ამისათვის კი ტელეეკრანზე სულ რაღაც, ნეილონის ნაჭრისა ან კოლგოტის გადაფარება იყო საჭირო. სიახლემ ბევრი აიყოლია… დღესაც კი არაერთი შვედი იხსენებს საკუთარ ბავშვობას, როდესაც გაოცებულები უყურებდნენ მშობლებს, რომლებიც ეკრანზე ნაჭერმიფარებულები უშედეგოდ ელოდნენ ფერების გამოჩენას.

1976 წელს BBC-ის „Radio 2“-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან პირდაპირ ეთერში მთელ ბრიტანეთს აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა ყველა მსმენელს  სახლიდან გაუსვლელად შეეძლებოდა. ამ მომენტში პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც გამოიწვევდა დროებით გრავიტაციულ სწორებას. ეს მოვლენა, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა დედამიწის გრავიტაციაზე. მურმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს ისინი ჰაერში ახტებოდნენ, იგრძნობდნენ უცნაურ ფარფატს და რამდენიმე მილიწამით ჰაერში გაჩერდებოდნენ. 21:47-ის შემდეგ, BBC-ის სტუდიაში  უწყვეტი ზარები დაიწყო. ხალხი ამტკიცებდა, რომ მათ მართლაც შეიგრძნეს ფარფატი.

1977 წელს ბრიტანულმა გაზეთმა „The Guardian“ გამოაქვეყნა სპეციალური შვიდგვერდიანი ჩანართი, რომელიც ეძღვნებოდა ინდოეთის ოკეანეში არსებულ ორ პატარა კუნძულზე განთავსებულ სახელმწიფო სან-შერის. სტატიების სერია დეტალურად აღწერდა ადგილობრივი მოსახლეობის გეოგრაფიასა და კულტურას. გაზეთის მტკიცებით, კუნძულებს ზედა და ქვედა ჩაისები ეწოდებოდა. მისი დედაქალაქი იყო ბოდონი, სადაც ქვეყნის პირველი პირი – გენერალი პიკა ცხოვრობდა. გაზეთის გამოსვლის დღესვე რედაქციაში ბრიტანელების ზარები არ წყდებოდა. ყველას სურდა ამ იდეალური ადგილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაეგო. მხოლოდ ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ამ „ისტორიაში“ ყველაფრის სახელი ტიპოგრაფიული ტერმონოლოგიიდან მოდიოდა.

1984 წლის პირველ აპრილს, Usenet-ის ქსელში სენსაციური შეტყობინება გავრცელდა – საბჭოთა კავშირი იუზნეტში გაერთიანების სურვილს გამოთქვამდა. უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა ეს შოკისმომგვრელი სიახლე იყო – ცივი ომის პირობებში მსგავსი სახით ქვეყნების დაკავშირება წარმოუდგენელი გახლდათ. შეტყობინების ავტორი ვინმე კონსტანტინ ჩერნენკო იყო, რომლის განცხადებით საბჭოთა კავშირს ქსელში გაერთიანება „ევროპელ და ამერიკელ ხალხთან ღიად სასაუბროდ” სურდა. შეტყობინებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, იგი Usenet-ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა გახდა. ორი კვირის შემდეგ კი მისი ნამდვილი ავტორიც გამოჩნდა – ბრიტანელი პიტ ბირტემა გამოტყდა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა გახლდათ.

1992 წელს ამერიკის ეროვნულმა საჯარო რადიომ გადაცემაში „ხალხის საუბარი” გამოაცხადა, რომ რიჩარდ ნიქსონი კვლავ აპირებდა საპრეზიდენტო კანდიდატურად საკუთარი თავის წამოყენებას. მისი კამპანიის ახალი სლოგანი უნდა ყოფილიყო „მე არაფერი დამიშავებია და არც მომავალში დავაშავებ”. ამ განცხადებას მოჰყვა აუდიოჩანაწერი, სადაც ნიქსონი თავის საპრეზიდენტო სიტყვით გამოდიოდა. მსმენელებმა ეს სიახლე სხვადასხვაგვარად მიიღეს. მათი უმრავლესობა რადიოს პირდაპირ ეთერში აღშფოთებისა და შოკის გამოსახატავად რეკავდა. წამყვანმა ჯონ ჰოკენბერიმ კი შოუს მხოლოდ მეორე ნაწილში აღიარა, რომ ყველაფერი ხუმრობა იყო. რიჩარდ ნიქსონის ხმის პაროდიას კი კომიკოსი რიჩ ლითლი აკეთებდა.

1996 წელს ამერიკულმა კორპორაციამ „Taco Bell Corporation“ საზოგადოებას „Liberty Bell“-ის შესყიდვის შესახებ ამცნო. ამიერიდან, უამრავი ამერიკელის სათაყვანებელ ზარს სახელი გადაერქმეოდა და მას „Taco Liberty Bell“ ეწოდებოდა. ამ ცნობით შეშფოთებული ასობით მოქალაქე სიბრაზის გამოსახატავად ფილადელფიის ეროვნულ ისტორიულ პარკში შეიკრიბა. გააფთრებული ბრბოს დამშვიდება მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როცა რამდენიმე საათში „Taco Bell“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა გახლდათ. ის „ისტორიული“დღე კი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა მაიკ მაკქურიმ დააგვირგვინა, როდესაც გაყიდვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან ჟურნალისტს ხუმრობით უპასუხა – ზართან ერთად ლინკოლნის მემორიალიც გაიყიდა და მას აწი „Ford Lincoln Mercury Memorial“ დაერქმევაო.

2002 წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტმა“ Tesco“ ჟურნალ „The Sun“-ში  რეკლამა გამოაქვეყნა, რომელიც იუწყებოდა, რომ გაყიდვაში გენეტიკურად მოდიფიცირებული „სასტვენიანი სტაფილოები” გამოვიდა. რეკლამის მიხედვით, ახალი ჯიშის სტაფილოები სპეციალურად იმგვარად იყვნენ გამოყვანილნი, რომ გაზრდისას ცალ მხარეზე მცირე ხვრელი დარჩენოდათ. ეს ხვრელი კი, დიასახლისს სტაფილოს ბოლომდე მოხარშვას  სტვენით შეატყობინებდა. რა თქმა უნდა შედეგმა არ დააყოვნა და „Tesco“-ს ქსელიდან უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებელი სახლში ჩვეულებრივი, მუნჯი სტაფილოებით დაბრუნდა.

2005 წელს NASA-მაც გადაწყვიტა ხუმრობა. ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ თავის საიტზე სენსაციური სიახლე განათავსა – სტატიის მიხედვით, NASA-ს მკვლევარებს მარსზე წყალი აღმოუჩენიათ. ფოტოების ნახვა დამატებით გალერეაში იყო შესაძლებელი. შოკირებულ მკითხველებს კი გალერეაში მხოლოდ ერთი ფოტო ხვდებოდათ – წყლიანი ჭიქა შოკოლად „Mars“-ზე.

მსოფლიოს კიდევ არაერთი ანალოგიური ტყუილი ახსოვს. ქალაქ სან-დიეგოში უზარმაზარი მუზეუმიც არსებობს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის გამასხრებებს აგროვებს.

უკანასკნელ წლებში, ტრადიციულ მედია-საშუალებებთან ერთად, მსოფლიოს ინტერნეტით გაბითურება  სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ საკითხში, რა თქმა უნდა Google გამორჩეულია.

2004 წლის პირველ აპრილს Google-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ცენტრის გახსნის შესახებ… მთვარეზე! ცენტრში, სახელად „კოპერნიკი” ძირითადი სამუშაო ოპერაციული სისტემა იქნებოდა ამავე კომპანიის პროდუქტი „Luna/X“ (პაროდია „Linux“-სა და „Mac OS X“-ის ვიზუალურ სტილზე).

2005 წელს კომპანიამ მსოფლიოს ამცნო, რომ იგი საკუთარი გამაგრილებელი სასმელის – „Google Gulp“-ის გამოშვებას აპირებდა. ამ სასმელის მომხმარებლებს შესამჩნევად გაეზრდებოდათ ინტელექტის კოეფიციენტი, რაც Google-ის საძიებო სისტემისა და სხვა სერვისების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემდათ.

2006 წელს Google-მა განაცხადა, რომ ახალი სერვისის – „Google Romance“-ის ჩაშვებას აპირებდა. მას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა პაემნების პრობლემა – ამ საძიებო სისტემის საშუალებით ნებისმიერს შეეძლო კონტექსტურად ამოერჩია სასურველი წყვილი და მასთან ერთად წასულიყო პაემანზე.

2008 წელს Google-მა Gmail-ის მომხმარებლებს ახალი სერვისი – „Gmail Paper“ შესთავაზა. Gmail-ის ყველა მომხმარებელს შეეძლო საკუთარი იმეილები ნამდვილ ფურცელზე ამობეჭდილი მიეღო სახლში. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ! საკმარისი იყო, უბრალოდ მოგენიშნათ სასურველი წერილები და მათ რამდენიმე დღეში კურიერი მოგართმევდათ.

რაც შეეხება ქართულ ინტერნეტს. პირველი საპირველაპრილო ოინი 2007 წელს Font. ge -მ მოაწყო. მომხმარებლებს საიტზე შესვლისას ხვდებოდათ განცხადება, რომელიც იტყობინებოდა, რომ უახლოეს მომავალში საიტი კომერციულ საწყისებზე აპირებდა გადასვლას. თითო ფონტის ჩამოქაჩვა კონკრეტული თანხა ეღირებოდა, რომლის გადახდაც SMS-ით იყო შესაძლებელი.

ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველ აპრილს მომხდარ რეალურ სიახლეებს ხალხი არ იჯერებს, არცაა გასაკვირი – ამ დღეს მასმედიას ნაკლებად დაეჯერება.

1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ რადიოგამოშვებებში მოსმენილი გაფრთხილებები საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ და ევაკუაციის ბრძანებას არ დაემორჩილნენ.

2005 წელს კომიკოსის, მიტჩ ჰედბერგის გარდაცვალებაც ასევე ხუმრობად ჩათვალეს.

დღევანდელი საპირველაპრილო „დაიჯესტის“ დასასრულს ერთ „ხუმრობას“ შემოგთავაზებთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ოფიციალურად გავრცელდა. რასაკვირველია ეს „ნიუსი“ პირველ აპრილს გამოქვეყნდა და ქუთაისელების დიდმა ნაწილმა სრულ ჭეშმარიტებად მონათლა.

„მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია „ნაიკი“ აპირებს საწარმოს გახსნას ქუთაისში, კერძოდ ყოფილი ლითოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია. სამუშაოებს აწარმოებს ადგილობრივი სამშენებლო ფირმა „დაკა დაკა“, რომელთაც ფირმის სახელწოდებაში „ჰ“ გამორჩათ.

კარგად ვიცით რომ ამერიკული კომპანია  ერთ-ერთი ლიდერია გაყიდვების კუთხით მსოფლიო ბაზარზე, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც  სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათების და სხვა სპორტული აქსესუარების ფართო ასორტიმენტით.

თუმცა ქართული კულინარიის და სტუმართმასპინძლობით აღფრთოვანებულმა „ნაიკის“ წარმომადგენლებმა განიზრახეს ქართული ინვესტიცია ოდნავ სხვანაირი, განსხვავებული და მეტწილად კრეატიული ყოფილიყო.

„ნაიკის“ ფუნთუშა ქუთაისის სავიზიტო ბარათი იქნება, ჩვენ ყველა ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით“ – აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში „ნაიკის“ ოფიციალური დილერი აღმოსავლეთ ევროპაში თასმა შუზი

ჩვენის მხრივ ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ამ საინტერესო ინიციატივას და გთავაზობთ ბრენდ „ნაიკ ბულკის“ სადეგუსტაციო ნიმუშის ფოტოებს. აქვე დავძენთ რომ ფუნთუშას აქვს ქიშმიში და არ იფჩხვნება“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21 თებერვალი, 2026
party on beach
ზაფრანი

საუკეთესო მეგობრები

10:00; 21 თებერვალი, 2026
Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:

[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]
ზაფრანი

რომელ მამაკაცს შეუძლია ქალს მარტივად შეაყვაროს თავი

09:54; 21 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ბოროტი და აგრესიული ზოდიაქოს ნიშნები

10:06; 20 თებერვალი, 2026

პირველი აპრილის ტრადიცია

გულახდილი მადონა

ყველა სიახლე

სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21.02.2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21.02.2026
მსოფლიო

აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

16:44; 21.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21.02.2026
პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21.02.2026
სამართალი

“61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა”- პროკურატურა

15:15; 21.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო