“დღეს რუსთაველზე ანდროს დღეა”,_ ამის შესახებ ინფორმაციას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად რუსთაველის გამზირზე 21 საათზე შეიკრიბებიან.
ინფორმაციისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.