დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება. უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მისი აპარატის ხედვებსა და რეკომენდაციებს გაიზიარებს:
“პლენარულ სხდომაზე იქნება ჩვენი ანგარიშის და რეკომენდაციების მოსმენა. იმედი მაქვს მათი დიდი ნაწილი იქნება გაზიარებული პარლამენტის მხრიდან. არაერთი მიმართულებით გვაქვს რეკომენდაცია, რომლის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სტანდარტების ამაღლება“, – ამბობს ნანუაშვილი.