https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„დღეს შეგნებულად არ დავდივარ სტადიონზე“

13:50; 5.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სპორტსმენის აქტიური სპორტული ცხოვრება ხანმოკლეა. მისი პროფესიული კარიერა დაახლოებით ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდება და წარმატების შემთხვევაში ამ ცხოვრების ყველა სიამტკბილობა მისი მუდმივი თანამგზავრი ხდება. სამწუხაროდ ერთ ჩვეულებრივ დღეს სპორტთან დამშვიდობება და ყოველდღიური ყოფიერების მორევში გარევა უწევს. ახალ გამოწვევას არაერთი სპორტსმენი ღირსეულად უმკლავდება, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობენ და ერთ დროს სახელგანთქმულები საზოგადოებრივი კიბის ქვედა ბოლოში ეშვებიან.

საქართველოში ფეხბურთელები მუდმივი პატივისცემით სარგებლობდნენ და მომავალშიც ისარგებლებენ. ამის მიუხედავად რამდენიმე სახელგანთქმულ მოთამაშეს მწვანე მინდორთან განშორების შემდეგ ძალიან გაუჭირდა და იგივე სლავა მეტრეველის ფაქტი ამისი ნათელი დამადასტურებელია. სანამ ძლიერი ხარ და საკუთარი თამაშით ყველას ახარებ ხელის გულებზე გატარებენ. დაამთავრებ კარიერას და ცხოვრებაში გზა უკვე თავად უნდა გაიკვალო. ასეა მთელ მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა გამონაკლისს არ წარმოადგენს.

დღევანდელ წერილში სიტყვას გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელებს გადავცემ, რომლებიც დასრულებული კარიერის შემდეგ გადადგმულ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს გაიხსენებენ.

მურთაზ ხურცილავა

„მოთამაშის კარიერის შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზი ავირჩიე, მაგრამ აქაც, მეტწილად, გულისტკენა მხვდა წილად. ტრადიციასავით მექცა – გავაკეთებდი გუნდს, მცირე ხანში კი წამოსვლა მიწევდა.

რა მოხდა 1994-95 წლების სეზონის „სამტრედიაში”? არ მიწყინოთ, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. სიმართლე გითხრათ, იმ ამბების გახსენებაც არ მინდა – ვფიქრობ, ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ დაუფარავად ვთქვა, თუ რა მოხდა VI ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში. ისე, განა აუცილებელია მურთაზ ხურცილავამ ისაუბროს ამ თემაზე? ასაკოვან გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს ის ამბავი, ვფიქრობ, კარგად ახსოვთ.

რატომ წავედი „დინამოდან”? ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიყვანეს იოჰან ბოსკამპი და მითხრეს, თქვენი ასისტენტი იქნებაო. დავჯექით, გავესაუბრე და მივხვდი, რომ მე უნდა წავიდე: სულ სხვა რამეზე მელაპარაკებოდა! ჩვენ ვერასდროს გავუგებდით ერთმანეთს!

სამწუხაროდ, თუ ვინმე უცხოელი მწვრთნელი ჩამოიყვანეს საქართველოში, ყველამ გუნდი დაშალა! ბათუმის „დინამოში” შოთა ჭეიშვილს მშვენიერი კოლექტივი ჰყავდა, მაგრამ რად გინდა? მოიყვანეს ჯანი კარნევალი და წავიდა საქმე უკან. ან ვინ იყო ლუის ცაკარიასი ნოდარ აკობიას ადგილი რომ დაიკავა „ლოკომოტივში”? სჯობდა რამით“.

ილია დათუნაშვილი

„დიდი ფეხბურთიდან 1967 წელს წავედი, 30 წლისა „მოხუცად” ჩამთვალეს. რა დავარქვა არც ვიცი, მოდა იყო თუ რა, მაგრამ 30-ს მიტანებული, უკვე ასაკოვნად ითვლებოდი და გუნდიდან წასვლას გაიძულებდნენ. ჩემი თაობა ყველა ამ ასაკში წავიდა, ზოგი უფრო ადრეც. მაშინ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდნენ. ჩემს მერე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს. მიშა მესხს რა უქნეს, ხომ გახსოვთ?

მე თუ მკითხავთ, თბილისის „დინამოს” 1964 და 1981 წლების შემადგენლობა, საქართველოს სახელით რომ ეთამაშა, თავისუფლად მოიპოვებდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს. არ ვტრაბახობ: ჩვენი გუნდიც ძალიან ძლიერი იყო და 70-იანი წლების მიწურულის „დინამოც”. თუმცა, ჩემი ტრაბახი რა საჭიროა, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს.

დღეს შეგნებულად არ დავდივარ სტადიონზე. რამდენჯერმე ვიყავი და ტრიბუნებზე 200-300 კაცი რომ დავინახე, მივხვდი – საქმე ძალიან ცუდად იყო. ჩემ დროს „დინამოს” საშინაო მატჩებზე სტადიონი სავსე იყო!“

გიორგი სიჭინავა

„რა მოხდა 1969-ში? დაწვრილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ უსაზიზღრესი ბრალდებით დამაპატიმრეს – ქალის გაუპატიურება დამაბრალეს! რამდენიმე თვით ადრე შევარდნაძემ დამიბარა და ჭკუის დარიგება დამიწყო: მილიციის ოფიცერი ხარ, არ ეკადრება შენისთანა კაცს რეჟიმის დარღვევაო… მე კიდე ვუპასუხე: თბილი სიტყვებისთვის მადლობა, მაგრამ სჯობს თქვენს საქმეს მიხედოთ, დამნაშავეები დაიჭიროთ, მე კიდე ფეხბურთს ვითამაშებ-მეთქი. მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, კი ვიფიქრე, ხომ არ გადავაჭარბე-მეთქი, მაგრამ უკან აღარ შევბრუნდი. ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია – მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, მაგრამ 1969 წლის დეკემბერში დამაპატიმრეს. არცერთმა ქართველმა მოსამართლემ ჩემს საქმეს ხელი არ მოკიდა – ყველამ ყველაფერი იცოდა! ბევრმა დამიჭირა მხარი: კახი ასათიანმა, მურთაზ ხურცილავამ, შოთა იამანიძემ, ვიქტორ პონედელნიკმა, ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ, მაგრამ მათ, ვინც ეს ამბავი შეთითხნა, უკან არ დაიხიეს – 27 წლის გიორგი სიჭინავაზე საჩვენებელი პროცესი გამართეს! ოთხი წელი მომისაჯეს. თავიდან გალის რაიონში, კოლონიაში ვიყავი სოფელ სიდაში, შემდეგ ციხიდან ციხეში დამატარებდნენ. ბოლოს როსტოვში ამოვყავი თავი. ფიქრობდნენ, ზეწოლას ვერ გაუძლებსო, მაგრამ საპატიმროებში, როგორც კი გაიგებდნენ ჟორა სიჭინავა მოიყვანესო, ყველგან უდიდეს პატივს მცემდნენ. საერთო ჯამში ციხეში შვიდი თვე გავატარე.

პატიმრობის შემდეგ ერთი სეზონი ვითამაშე რუსთავის მეტალურგში – მეორე ლიგაში. სულ ცოტა დაგვაკლდა პირველ ლიგაში გადასვლამდე. ეს იყო და ეს, ამის მერე, 28 წლისამ ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე.

წინადადებები როგორ არ იყო: ქუთაისის „ტორპედო” მიწვევდა, „დინამოში” ჩემს დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ… ეგ კი არა, კონსტანტინ ბესკოვი შემეხმიანა და მოსკოვის „დინამოში” გადასვლა შემომთავაზა. იყო „კაირატის” ვარიანტიც – ზღაპრულ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი – ჩემს მშობლიურ გაგრაში დავბრუნდი და 1992 წლამდე სპორტსკოლას ვხელმძღვანელობდი.

მშობლები გაგრაში დავკრძალე. ყოველ კვირა გავდიოდი საფლავზე, მაგრამ მერე ცხოვრება აირია და… იქ ჩასვლას იშვიათად ვახერხებ – 1992 წლიდან სოჭში ვცხოვრობ“.

ალექსანდრე ჩივაძე

„საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ნოდარ ახალკაცმა შემომთავაზა. დიდხანს ვისაუბრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ახალკაცი, ქალაქურად რომ ვთქვათ, „მოხარშულს” მიცნობდა – ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და მისი ინიციატივით ჩავიბარე გუნდი, ჩემს საქმეში არასდროს ჩარეულა. ვსაუბრობდით ნაკრებზე, მაგრამ ეგ იყო და ეგ.

იმ გუნდში ყველაზე ნიჭიერი გიორგი ქინქლაძე იყო და მგონი, ამაში ბევრი დამეთანხმება. ქინქლაძემ „მანჩესტერ სიტიში” დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშე იყო. თუ რატომ ვერ მიაღწია მეტს, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. მას აკლდა ის მიზანდასახულობა, რაც, მაგალითად, შოთა არველაძეს სხვებისგან გამორჩევდა“.

თენგიზ სულაქველიძე

„მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე დავიწყე ფიქრი. თავიდან ამის საშუალება არ იყო – კი გახსოვთ 90-იანების დასაწყისში რაც ხდებოდა ჩვენთან. საბედნიეროდ, მერე შევძელი და მეგობრების დახმარებით ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. 2000 წლიდან ვავარჯიშებთ ბავშვებს. მიხარია, რომ ჩემი აკადემიის რამდენიმე აღზრდილმა საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ითამაშა“.

ვახტანგ  ქორიძე

„1980 წლის დასაწყისიდან ხეირიანად თამაში კი არა, სიარულიც მიჭირდა. ახალკაცს და ასათიანს რამდენჯერმე ვთხოვე გუნდიდან გაშვება, მაგრამ მეუბნებოდნენ, გვჭირდები, გუნდში უნდა იყოო. საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც საჭირო იყო – ფეხბურთში დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი და კარიერაც დავასრულე. კი იცით „დინამო” ვის დაქვემდებარებაში მყოფი კლუბი იყო. მეც შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა.

მწვრთნელობა? ამაზე არასდროს მიფიქრია. ყველას ხომ არ შეუძლია ეს? პედაგოგიურ ალღოს და საფეხბურთო ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, გუნდის ხელმძღვანელს სხვა ნებისყოფა და ნერვები სჭირდება. მე ამ საქმისთვის ვერ გამოვდგებოდი“.

თამაზ კოსტავა

„ფეხბურთიდან წასულმა გარკვეული დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე. ხომ იცით, „დინამო” ამ სამინისტროს კლუბად ითვლებოდა და დინამოელებს, ვისაც მუშაობა გვსურდა, მინისტრი, ბატონი შოთა გორგოძე ძალიან გვეხმარებოდა. მერე კომერციული საქმიანობა დავიწყე, 1990 წელს კი, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, ნოდარ ახალკაცმა თავისთან მიმიწვია. ჯერ საშეჯიბრო განყოფილების უფროსად დავინიშნე, შემდეგ კი სამსაჯო-საინსპექტორო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. მოგვიანებით მწვრთნელობა დავიწყე. 2005 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ლინიანოში ოლიმპიური ფესტივალი მოიგო. იმ გუნდში ჩემი აღზრდილები რევაზ თევდორაძე, მირზა ბჟალავა, რატი წინამძღვრიშვილი, გიორგი ელბაქიძე, გვაძაბია და ნიკოლეიშვილი თამაშობდნენ“.

კახა ცხადაძე

„სამწვრთნელო ასპარეზზე ჩემი დებიუტი თბილისის „ლოკომოტივში” შედგა. ცხონებული გივი ნოდიასგან ჩავიბარე კლუბი და ბიჭებს ჩემებურად თამაში დავაწყებინე. იმ წელს სულ ცოტა დაგვაკლდა ჩემპიონობამდე – თბილისის „დინამოსთან” და ქუთაისის „ტორპედოსთან” ორი გადამწყვეტი შეხვედრა დავთმეთ და მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი. ამის შემდეგ მახაჩყალის „ანჟიში” გამოცდილ სპეციალისტთან გაჯი გაჯიევთან ვმუშაობდი – მისგან ბევრი ვისწავლე. მერე იყო თბილისის „დინამო”, სადაც პირველი ტიტულები მოვიგე…“

გიორგი ნემსაძე

„კარიერა თბილისის „დინამოში” დავასრულე. იმ გუნდში ყველაზე ასაკოვანი ვიყავი. არ დავმალავ: ვამაყობ, რომ დავბრუნდი და გამოცდილება ბიჭებს გავუზიარე. გამიხარდა ისიც, რომ უეფას ჯგუფურ ტურნირში მოვხვდით – ასეთი რამ ვერც მანამდე შეძლო რომლიმე ქართულმა კლუბმა და სამწუხაროდ, ვერც მას შემდეგ. საერთოდ, „დინამო” ჩემთვის სხვა თემაა – მიმაჩნია, რომ სწორედ აქ უნდა დაასრულოს კარიერა ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც ევროპაში „დინამოდან” წავიდა.

2007 წლის 13 მაისს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს იშვიათად ვიხსენებ, იმ ამბებმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გულწრფელად ვამბობ: მთავარი ის კი არ არის, როგორ მოექცნენ გიორგი ნემსაძეს, არამედ ის, თუ რა უქნეს ქვეყანას და ჩვენ ფეხბურთს! ეს იყო ფეხბურთში ყველაზე არასწორი და უაზრო ჩარევა. მომხდარი არც თამაშზე ზრუნვით იყო განპირობებული – გარკვეულ ძალას თავისი კანდიდატის გაყვანა სურდა და ასეც გააკეთა. ბოდიში და სულ ფეხებზე დაიკიდეს, ხალხი რას იტყოდა!

რა მოხდებოდა, რომ არ გადავმდგარიყავი, დამიჭერდნენ თუ არა? უხეში ჩარევის შემდეგ მივხვდი – მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. შესაძლოა მე არც შემხებოდნენ, მაგრამ საკუთარ თავს ვინ ჩივის? ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი და წასვლა ვარჩიე.

ერთხელ დაწერეს, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის წინასწარ მზად რატომ არ იყოო. ამაზე სიმწრით მეცინება: გეგულებათ ადამიანი, ვინც 2007 წლის 13 მაისს წინასწარ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლება არჩეულ პრეზიდენტს გადადგომას მოსთხოვდა?

რომ არა პოლიტიკის ასეთი უხეში ჩარევა, ჩვენი ფეხბურთი დღეს ასეთ საშინელ დღეში არ იქნებოდა. ნებისმიერ საქმეს პროფესიონალიზმი სჭირდება, ერთგულება, მაგრამ მთავარი მაინც სიყვარულია. მათ არც სიყვარული ჰქონდათ, პროფესიონალიზმსა და ერთგულებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომაც, შესაბამისი შედეგი მივიღეთ“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25 იანვარი, 2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25 იანვარი, 2026

"ერთ დღესაც ვეღარ გადავიღებ, აღარ შემიძლია"

რუსეთმა Мир-ის მაცივრების გამოშვება განაახლა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო