ევროპის ზაფხულის მეთექვსმეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა -ბისტრიცაში დღეს ოზურგეთელი, 16 წლის გოგონა, ქეთევან მამალაძე იასპარეზებს.
ქეთევანი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის საქართველოს ჩემპიონი არაერთხელ გახდა ბადროს ტყორცნაში და ევროპის საგზურიც მოიპოვა.
ოზურგეთში საზეიმო განწყობაა.
„ვუგულშემატკივროთ ქეთევან მამალაძეს,“- ამბობენ გოგონას მეგობრები, გულშემატკივრები.
ქეთევან მამალაძე, დღეს, საქართველოს დროით 20. 30 წუთზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ნორჩი სპორტსმენი ბადროს ტყორცნაში ასპარეზობს.
ავტორი