საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორე ლოცვა-კურთხევაა, რომ სასულიერო პირებმა აკურთხოს საქართველოს კუთხე-კუნჭული.
“დალოცვა ყველა ადამიანს სჭირდება, ასევე, ყველა სოფელს, ქალაქს, საქართველოს და მსოფლიოს. კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს და შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ლოცვა-კურთხევით, დღეს მოხდა სოფელი შემოქმედი აკურთხეს.
მინდა, რომ ყველა ადამიანში ღმრთის სითბო დაისადგუროს და მშვიდობა იყო. მინდა ადამიანებს შორის იყოს სიყვარული და არა სიძულვილი. ეს იყო დღევანდელი დღის მიზანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს შემოქმედის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ელიზბარმა (ბაბუხადია).
სოფლის დალოცვა შემოქმედის ცენტრში შედგა. კურთხევას ადგილობრივები ესწრებოდნენ.