„დღეს უნდა დავასრულოთ არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის მმართველობა ქვეყანაში“,_განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ.
„დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ასე ცინიკურად, უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქს, ივანიშვილს და მის გუნდს, თქვან, რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ“_ განაცხადა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ხმა ვაკეში, 51-ე საარჩევნო უბანზე მისცა და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.