„დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი.
უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი.
იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი.
იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ.“ – წერს პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.