ოზურგეთის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარის განცხადებას დადებითად აფასებს, მაგრამ დაგვიანებულია.
“ბესო ქათამაძის თავდასხმაზე ბრალდებული პირების გადადგომის გადაწყვეტილება დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ დავით დარჩიამ და მისმა გუნდმა დაგვიანებულებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. ისინი, ჩვენ პროვოკაციაში გვდებდნენ ბრალს და დღევანდელი ბრიფინგიდან გამოჩნდა, რომ ცრუ ბრალდებები გააბათილა“, _ ამბობს დავით მჟავანაძე.
“გურია ნიუსი“ ბესო ქათამაძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ოზურგეთის მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა, რომ 2018 წელის 15 ივნისს საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო წარმოიშვა ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება.
“ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირი, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია “კონსერვატორების“ თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია “მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა.