თურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.
როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში „მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი“ შემოვა.
„დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან – თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა“, _ აღნიშნა პრემიერმა.
სახანძრო თვითმფრინავის გარდა თურქეთიდან ქართული მხარე უახლოეს საათებში ორ ვერტმფრენსაც ელოდება.