ტვ პირველი აქვეყნებს ფოტოს, თუ როგორ აძლევს ჩვენებას აბუ დაბის პოლიციას საქართველოს პარლამეტის წევრი ირაკლი ზარქუა.
როგორც ცნობილია, აბუ დაბიში, საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა ქართველ პარლამენტარებს “რუსეთის მონა” უწოდა.
მეორე დღეს პარლამენტარები _ ზარქუა და სანიკიძე გაბიტაშვილს, რომელიც კაფეში სადილობდა, თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
“კონცერტზე ჩასული ირაკლი ზარქუა ახლა სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზარქუა პოლიციითაა ალყაშემორტყმული, სოციალურ ქსელში ვრცელდება”, _ წერს ტვ პირველი.