ოზურგეთში, დილაადრიან ჩამოვიდა ძიმითელი გიგლა ხელაძე, ხალხური რეწვის ნიჭიერი ოსტატი. ის თავის მოწნულ გოდრებს და კალათებს სთავაზობს რიგით მოქალაქეებს.
_15 ლარად ვყიდი პატარა კალათას, გოდორს კი 25 ლარად. ინებეთ, ძვირი სულ არ არის. რამდენი შრომა უნდა ამის მოწვნას, ისევ მშრომელი და ამ საქმის მცოდნე ადამიანი თუ მიხვდება,- ესაუბრება ისიც რიგით გამვლელებს.
_ოო, ფასს რატომ მეკითხებით? იაფად გსურთ? კარგი, პატარა კალათა რაკი გნებავთ, 15 ლარად ვყიდი, მაგრამ „დაგიკლებთ,“ 20 ლარად მოგყიდით, – ღიმილით გვითხრა ბატონმა გიგლამ, რომელსაც სხარტი იუმორიც ახასიათებს და გასულ წლებშიც არაერთხელ მოხვდა ჩვენს ფოტოობიექტივში.
წარმატებულ დღეს ვუსურვებთ მშრომელ ძიმითელ კაცს.
ავტორი