ნებისმიერმა ჩვენგანმა აუცილებელია, სწორად შეარჩიოს საკვები რაციონი, სრულყოფილად იკვებოს საუზმის, სადილის, სამხრისა და ვახშმის დროს.
ადამიანის ორგანიზმი ცხიმებს ყველაზე კარგად დილის ექვსი საათიდან ცხრა საათამდე წვავს. საუზმეც სწორედ ამ დროს უნდა მიირთვათ. თამამად ჭამეთ პური, ყველი, კარაქი, შებოლილი ძეხვეული და მიაყოლეთ ჩაი. ტკბილეულზე ჯობია დილას უარი თქვათ, რადგან მისი მიღებით ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნახშირწყალი ხვდება. ეს ყოველივე კი შუადღისას დაღლასა და მოთენთილობას გამოიწვევს.
შუადღისთვის ორგანიზმი ყველაზე კარგად ცილას ითვისებს. ამიტომ, სადილად მიირთვით თევზეული და ხორცი. ასევე, მიირთვით სახამებლის შემცველი პროდუქტები – ბრინჯი, კარტოფილი, ვერმიშელი, ლობიო, ბარდა. და, არ დააყოლოთ დესერტი.
ადამიანმა სამხარი ოთხი საათისთვის უნდა ჭამოს. ამ დროს ორგანიზმში ინსულინის დონე საგრძნობლად მატულობს. ამიტომ, სასურველია მიირთვათ ტკბილეული, შოკოლადი, ნამცხვარი, თხილეული, ხილი, ჩირი.
საღამოს საათებში მოერიდეთ ძნელად მოსანელებელი პროდუქტების მიღებას. არ გირჩევთ საქონლის ან ღორის ხორცის ჭამას. ამ დროს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს სძინავს. შეგიძლიათ ჭამოთ თევზი, ქათმის თეთრი ხორცი, ორთქლზე მოშუშული ბოსტნეული და ხილის სალათა.
გაითვალისწინეთ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში აუცილებელია სწორად შეარჩიოთ საკვები რაციონი, რათა შემდგომ თავი გაცილებით მხნედ იგრძნოთ და არც დაღლამ შეგაწუხოთ.
ავტორი