„ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის, იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას“, – ნათქვამია reuters-ის ცნობით კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუბარს ეხება.
პუტინმა ასევე „აღიარა დასავლეთის დესტრუქციული როლი, იარაღის გადატუმბვა კიევში“, – ნათქვამია კრემლში.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მთელი რიგი ენერგეტიკული საკითხები, მათ შორის თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა და აკუიუ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.