ვენესუელას კრიზისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეხმაურება.
Reuters-ის ინფორმაციით, ლავროვი მიიჩნევს, რომ კრიზისი ვენესუელაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.
„დიალოგით უნდა მოგვარდეს, სხვა შემთხვევაში ეს იქნება უბრალოდ რეჟიმის ცვლილება იმავე გზით, რაც დასავლეთმა არაერთხელ გააკეთა“,_განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუაიდო მოსკოვის მოკავშირე ვენესუელას პრეზიდენტად ცნეს. თავის მხრივ, ნიკოლას მადურო პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს.