ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა კუნძულ უაითზე ევროპის ყველაზე დიდი მტაცებელი დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს.
დინოზავრი 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მისი სხეულის სიგრძე კი 10 მეტრს აღემატებოდა. ცხოველი 2 თათზე დადიოდა, ნიანგის მსგავსი სახე ჰქონდა და სპინოზავრიდთა სახეობას მიეკუთვნებოდა.
ამ ეტაპზე პალეონტოლოგებმა დინოზავრის მენჯისა და კუდის მალების ნამარხი ნაშთები იპოვეს. მათ იმედი აქვთ, რომ მალე ნეშტის სხვა ფრაგმენტებსაც იპოვიან და ოფიციალურად ცხოველს სახელს მხოლოდ ამის შემდეგ შეურჩევენ.
ავტორი