ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა დიეტურმა ასოციაციამ რამდენიმე კვლევა ჩაატარა და გამოაქვეყნა იმ დიეტების სია, რომლებზეც უარი უნდა ვთქვათ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. სიაში კვების რამდენიმე ისეთი სისტემა მოხვდა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ვარსკვლავები.
ვეგანური დიეტა, რომელიც რაციონში არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ცხიმებს. ამ დიეტის პროპაგანტისტებს შორის არიან გვინეტ პელტროუ და მეგან ფოქსი.
შავ სიაშია ასევე ვიქტორია ბექჰემისა და ჟიზელ ბიუნდჰენის ალკალური დიეტა, რომელიც ტუტოვანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას მოიცავს. ასევე ე.წ. კეტოდიეტა, დაბალნახშილწყოლვანი, მაღალცხიმიანი და ცილის ზომიერი შემცველი კვების სისტემა.
სწორედ ამ დიეტას მიმართავდა კიმ კარდაშიანი მშობიარობის შემდეგ დაგროვილი კილოგრამების მოსაცილებლად.
დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დიეტებით მოკლე ხანში იკლებ წონას, მისი შენარჩუნება კი ძალიან რთულია.