ბრიტანეტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი აღიარებულია ყველაზე გონებამახვილური შეურაცხყოფის ავტორად. “The Daily Mail”-ის ცნობით, ასეთი შედეგი აჩვენა გამოკითხვამ.
პირველი ადგილი დაიკავა ჩერჩილის პასუხმა დეპუტატ ბესი ბრედოკის მისამართით, რომელმაც შენიშვნა მისცა პრემიერს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისთვის.
„ძვირფასო, თქვენ კი, შეუხედავი ხართ. მე დილით გამოვფხიზლდები, თქვენ კი, მახინჯად დარჩებით“, – მიმართა დეპუტატს ჩერჩილმა.
გონებამახვილური შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მეორე ადგილზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაა, რომელმაც ალიასკის გუბერნატორის სარა პეილინის მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა: „ღორი რჩება ღორად, რამდენი ტუჩის საცხიც არ უნდა წაუსვა”.
მესამე ადგილზე კი, ამერიკელი პიანისტისა და მომღერლის ლიბერაჩეს გამონათქვამი აღმოჩნდა. გამოკითხულებს მოეწონათ მისი განცხადება, რომლითაც მუსიკოსმა საკუთარ შემოქმედებაზე გაკეთებული რეცენზია შეაფასა.
„დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის. მისი კითხვისას მთელი გზა ვიცინოდი”.