დიდება საქართველოსთვის მებრძოლებს!
ამ შეძახილებით მოვიდნენ რუსთაველზე, პარლამენტთან ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები. ისინი მოსწავლეთა სასახლესთან შეჩერდნენ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ერთი საუკუნის წინ და სადაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება შედგა. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რითაც პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ და მოღვაწე მამულიშვილებს.