დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს რუსული გემებისთვის ბრიტანული პორტებით სარგებლობის შეზღუდვას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული ნავთობტანკერი ორკნეიში მიმდინარე კვირაში უნდა განთავსდეს. ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, NS Champion, რომელსაც მართავს Sovcomflot, მსხვილი გადამზიდავი კომპანია, რომლის უმეტესობა ეკუთვნის რუსეთის სახელმწიფოს, სამშაბათს 1 მარტს ორკნეის ფლოტის ნავთობის ტერმინალში უნდა განთავსდეს ნედლი ნავთობის შესაგროვებლად.
პოლიტიკოსებისა და კუნძულის მცხოვრებლების – მათ შორის უკრაინელი მაცხოვრებლების შეშფოთების გამო, რომლებიც შაბათს დაესწრნენ ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციას არქიპელაგის უდიდეს ქალაქში, კირკვალში – ორკნის კუნძულების საბჭომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ურჩია, რომ ამჟამად გემს არ ეთქვა უარი ნავსადგომზე.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე რუსული ხომალდი შემოსვლა იყო დაგეგმილი ბრიტანეთის პორტებში, მიუხედავად იმისა, რომ გაძლიერდა სავაჭრო ემბარგო რუსული ბიზნესისა და სახელმწიფო სუბიექტების წინააღმდეგ.
[sexy_author_bio]