BUSINESSINSIDER-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დათანხმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც მისი მინისტრები მასობრივად გადადგნენ მთელი რიგი სკანდალების გამო.
მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა Insider-ს, რომ ჯონსონი დათანხმდა წასვლაზე. ბევრმა სხვა გამოცემამ, მათ შორის BBC-მ, იგივე ამბები გაავრცელა.
წყაროს თქმით, ჯონსონი დატოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას, მაგრამ “პრემიერ მინისტრად რჩება მანამ, სანამ [ახალი] ლიდერი არ იქნება დროულად პარტიის კონფერენციისთვის”, ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია წელს 2-5 ოქტომბერს.