გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პირველი სახელმწიფო ლიდერი, ვისაც რიში სუნაკმა პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ დაურეკა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
“ვიცი, რომ ეს იყო ძალიან კარგი საუბარი, რომლის დროსაც ჩვენ შევთანხმდით, რომ რიში სუნაკი ეწვევა უკრაინას. კონკრეტულად როდის მოხდება ეს? ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე ჩვენს კოლეგებთან დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან.” – თქვა პრისტაიკომ.
26 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და ის უკრაინაში მიიწვია.
სუნაკმა უკრაინელებს მხარდაჭერა და სოლოდარობა გამოუცხადა.
ავტორი