დიდმა ბრიტანეთმა, დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს კირილს და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარს მარია ლვოვა-ბელოვას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ reuters წერს.
როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ლვოვა-ბელოვას უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანისა და შვილად აყვანის გამო, ხოლო კირილი იყო სამიზნე “უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის”.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მყოფი დანაყოფის ოთხი მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირსაც დაუწესდა სანქციები.
“ჩვენ მიზანში ვიღებთ პუტინის ომის შემქმნელებსა და დამნაშავეებს, რომლებმაც ენით აღუწერელი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ბავშვების იძულებითი გადაყვანა და გაშვილება”, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციები, ასევე, ეხებოდა პუტინის მოკავშირეებს, სამხედრო მეთაურებს და რუს და მიანმარის იარაღის დილერებს.
დასავლეთის დიდმა ქვეყნებმა ბოლო თვეებში გამოაცხადეს მასობრივი სანქციები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ თებერვალში უკრაინაში შეჭრის გამო. მოსკოვმა მას სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო მეზობლის განიარაღება და „დენაზიფიცირება“.
რუსეთის პატრიარქი ომის მხარდაჭერის გამო არაერთმა სასულიერო პირმა, მათ შორის, რომის პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა გააკრიტიკეს.
ავტორი