დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ს ძაღლი გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, უცნობია დორგის ჯიშის ძაღლის ,,ვულკანი“ გარდაცვალების მიზეზი, ის უინძორების სასახლის სიახლოვეს დაკრძალეს.

Sky News-ის ინფორმაციით ვულკანის გარდაცვალების შემდეგ, დედოფალს ერთადერთი ძაღლი, კანდი დარჩა.
ასევე, გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალს წლის უკან ორი ძაღლი უილოუ და უისპერი გარდაეცვალა, რომლის შემდეგ დედოფალმა გადაწვიტა, რომ ძაღლები არ აეყვანა. როგორც მაშინ ელიზაბეტ II-მ განაცხადა, არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.































































