ერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია “გურია ნიუსის” ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ “ნართის” სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ.
პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც “გურია ნიუსის” ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა.”გურია ნიუსი” მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს.
ნახეთ ვიდეო კადრები “გურია ნიუსის” ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება იყო