„დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება. ამის შესახებ განცხადება სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა.
მიშელის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთის დამანგრეველ ქმედებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ.
დასავლეთი ადანაშაულებს რუსეთს კიბერ და ფარული შეტევებით დემოკრატიის გაყოფის მცდელობაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.