კიდევ ერთი წარმატებული ჩოხატაურელი #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ტიშჩენკოა.
მარიამი სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძობს. მან სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო.
“უნივერსიტეტში ჩაბარება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უმნიშვნელოვანესია თითოეული ახალგაზრდისათვის. ვულოცავ თანატოლებს ამ შესაძლებლობასა და წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ყველა მიაღწევს თავის მიზანს თუ მთელი გულით მოინდომებს. დიდი სიხარულია, როცა შრომა გიფასდება. არაფერი შეედრება ემოციას, როცა ხედავ სასურველ ფაკულტეტს. მადლობელი ვარ თითოეული მასწავლებლის, მათი წვლილი წარმოუდგენლად განუზომელია ჩემს წარმატებაში”, _ გვითხრა მარიამმა.