დღეს, სრულიად საქართველო შეძრა ბორჯომში მოხდარი ავტოკატასტროფის შედეგად , 17 წლის ლუკა ლეკიაშვილის გარდაცვალებამ.
როგორც ცნობილია, ბოლო ზარის ზეიმის შემდეგ, ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, მტკვარში გადავარდა. ლუკა ლეკიაშვილი ადგილზე დაიღუპა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მრავალი ფოტო და სწორედ ბოლო ზარის ზეიმის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ლუკა ლეკიაშვილი მეგობრებს შორისაა.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს წუხილს და უთანაგრძნობს დაღუპული ახალგაზრდის, ლუკა ლეკიაშვილის ოჯახს.
ავტორი