დიდმა ბრიტანეთმა, ლონდონის დროით 23:00 საათზე, ევროკავშირი დატოვა.
Brexit-ის გახორციელება, ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმიდან 188 კვირის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით ევროკავშირის დატოვება ჯანსაღი და დემოკრატიული გადაწვეტილებაა
„ჩემი აზრით, ეს ჯანსაღი და დემოკრატიული გადაწყვეტილებაა. ევროკავშირს აქვს თავისი ძლიერი მხარეები, თუმცა, ბოლო 50 წლის განმავლობაში მისი განვითარების მიმართულება არ შეესაბამება ჩვენს ქვეყანას“,_ განაცხადა ჯონსონმა.
პრემიერმა ბორის ჯონსონმა, ასევე აღნიშნა რომ ახლა დიდი ბრიტანეთი გააკონტროლებს მიგრაციას, შექმნის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, გააგრძელებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და საბოლოოდ დაამარცხებს კრიმინალს.
ბრიუსელში კი ევროპარლამენტის შენობასთან დიდი ბრიტანეთის დროშა ევროკავშირის დროშით ჩაანაცვლეს.
ევროკავშირიდან ფორმალური გასვლის შემდეგ იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც დიდი ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის წესებს დაემორჩილება, თუმცა ევროპული ბლოკის სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და აქტიურად იმუშავებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებაზე. Brexit-ის პროცესი საბოლოოდ 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.