უამინდობაა შეერთებული შტატების ახალი ინგლისის რეგიონში. დიდთოვლობის გამო, გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ბოსტონსა და მასაჩუსეტის შტატის მიმდებარედ სკოლები დაიხურა.
როდ აილენდის სკოლები კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. შექმნილი ვითარების გამო, მასაჩუსეტის გუბერნატორმა ადგილობრივებს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდა.