დიდთოვლობაა ქობულეთში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.
დიდთოვლობის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია ქაქუთის, ზენითის, ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებთან.
საავტომობილო გზების გასაწმენდად დღეს უკვე 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს. პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზეც. ზუსტად რა დრო დასჭირდება გზების სრულად გაწმენდას ჯერ ვერ ასახელებენ, რადგან სამუშაოები თავდაპირველად ცენტრალურ გზებზე მიმდინარეობს, შემდეგ კი მაღალი ზონის სოფლებში გადაინაცვლებს.
წყარო: adjara.tv