გურიაში უკვე რამდენიმე დღეა დიდთოვლობას ებრძვიან.
როგორც უკვე ვწერდით, უამინდობამ ხელი შეუშალა სასწავლო პროცესს სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. გართულებულია მაღალმთიან სოფლებში გზებზე გადაადგილება, სადაც თოვლის საფარი ზოგან მეტრამდე, მეტრ-ნახევრამდე, ზოგან კი ორ მეტრამდეც აღწევს.
რა პრობლემები შექმნა მოსულმა თოვლმა გურიაში – ამის გარკვევა გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ვცადეთ.
“სერიოზული პრობლემები არ შექმნილა. ინტენსიურად იწმინდება სამივე მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები. ელექტროენერგიის პრობლემა ჰქონდა ოზურგეთში ორ სოფელს, მაკვანეთს და წითელმთას და უკვე აღდგენილია”,_ გვითხრეს გურიის გუბერნატორის პრესსამსახურში.
ავტორი