არგენტინის მთავრობამ ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“თქვენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალამდე აგვიყვანეთ და უზომოდ გაგვახარეთ. გმადლობთ ჩვენთან ყოფნისთვის, დიეგო. მთელი ცხოვრების მანძილზე მოგვენატრები,“ -წერს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი „ტვიტერში“.
გავრცელებული ინფორმაციით, მარადონას ცხედარი ხუთშაბათიდან შაბათამდე კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენტიაცში იქნება დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გუშინ არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.