დიჯეი დინჯი, არჩილ ბუბუტეიშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. ის 50 წლის იყო.
არჩილ ბუბუტეიშვილი 90-იანი წლების ბოლოს “რადიო 105”-ში მუშაობდა. ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.
ინფორმაციისთვის, არჩილ ბუბუტეიშვილი დაიბადა ინჟინერ თეიმურაზ ბუბუტეიშვილისა და ფორტეპიანოს პედაგოგ ელნავა (ელენე) ქორიძის ოჯახში. 1978-1989 წლებში სწავლობდა ამიერკავკასიის რკინიგზის #1 საშუალო სკოლაში. 1991-1993 წლებში სწავლობდა კავკასიის ბირჟასთან არსებულ ბიზნესის კოლეჯში. 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნესის ინსტიტუტში.
1994 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობა დაიწყო რადიოკომპანიაში „რადიო 105“. იმავე წლის 19 დეკემბერს ჰქონდა საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი „დიჯეი დინჯის“ სახელით გაააგრძელა მოღვაწეობა.