დღეს ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პარლამენტის წევრებს ელოდებიან.
“გურია ნიუსმა“ ქალაქში ორი ადგილი გადაიღო, სადაც ნაგვის ურნები სავსე იყო და ურნების გვერდზე კი მუყაოს ყუთები იყო.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ პრესსამსახურის, რუსა ხავთასის თქმით, ყოველ დღე ხდება ქალაქის დასუფთავება.
“დღეში სამჯერ ხდება ქალაქის ტერიტორიიდან ურნების დაცლა: დილის 8-ზე,შუადღით 2-ზე და საღამოს 6 -ზე, “_გვითხრა რუსა ხავთასმა.