ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ბელარუსში რუსი ჯარების განლაგება საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თავად ბელარუსს. წერილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე ვრცელდება.
წერილში დიპლომატები აღნიშნავენ, რომ სამხედროების განლაგება შესაძლოა რუსეთის მხრიდან ბელარუსის ოკუპაციის გეგმის ნაწილი იყოს.
“ბელარუსში რუსული ჯარების განლაგება საფრთხეს უქმნის ლიეტუვას, პოლონეთს, უკრაინას. ასევე, შეიძლება იყოს ბელარუსის ოკუპაციის საბოლოო გეგმის ნაწილი. რუსეთის სამხედროების იქ ყოფნა, ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმის მოთხოვნით, ბელარუსის ოკუპაციად უნდა განიხილებოდეს. ეს აბსოლუტურად ცხადი უნდა იყოს რუსეთთან აშშ-სა და ევროკავშირის მიმდინარე დიალოგში.
ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტილება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებაზე, არ უნდა მოხდეს ბელარუსის დამოუკიდებელი და დემოკრატიული მომავლის ხარჯზე,” – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: სამუელ კოგოლატი, მიჰაილ ლოტმანი, ანნა ფოტიგა, ნორბერტ რეტგენი, ჩარლს ფლანაგანი, ინესა ვოიკა, ჟიგიმანტას პავილიონისი, რობერ ტიშკევიჩი, ალბერტო კასერო ავილა, ოლეკსი გონჩერენკო, მარიო დიას-ბალარტი