ტყუპი
მოქნილი ენა და გამჭრიახი გონება გააჩნია. ტყუპი მერკურის შვილია, ამიტომ ნებისმიერი სირთულის სიტუაციაში მინიმუმ სამი ალტერნატიული სვლა მაინც გააჩნია საიმისოდ, რომ მოცემული რეალობა კონფლიქტურ წერტილამდე არ მიიყვანოს. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი შუამავალი და ინფორმაციის მიმღებ-გადამცემ-გამავრცელებელი. შემთხვევითი როდია, რომ ტყუპი ხშირად გვხვდება ჟურნალისტურ სარბიელზე. გარდა ამისა, ტყუპს აქვს უნარი, სიტუაცია ზედაპირულად, მრავალმხრივ ჭრილში შეაფასოს, რის ხარჯზეც იგი ამ სიტუაციას დაინტერესებულ ან დაპირისპირებულ მხარეებსაც ობიექტურად დაანახვებს და აუხსნის, სად გადის მტყუან-მართალს შორის ზღვარი.
სასწორი
ერთ-ერთი ყველაზე ტაქტიანი და მშვიდობისმოყვარე ნიშანია. სასწორი ვერ იტანს ჩხუბს და უხეშობას, თუმცა, რაც უნდა გაგიკვირდეთ, იგი ხშირად ებმება კამათში, მაგრამ არასოდეს იბრძვის საკუთარი სიმართლის აგრესიული მეთოდებით დასამტკიცებლად. მას შეუძლია დაპირისპირებული მხარეების მოსმენა, სიტუაციის გონივრული ანალიზი და მოპაექრეების ოსტატურად დაზავება. შემთხვევითი როდია, რომ სასწორებს შორის არაერთ ადვოკატსა და იურისტს ვხვდებით. ამასთან ერთად, ხასიათის ისეთი თვისებებით, როგორებიცაა სირბილე, ტაქტიანი საუბარი და მუდმივი ღიმილი სახეზე, სასწორი საზოგადოებას დადებითად განაწყობს საკუთარი პერსონის მიმართ, რაც დამეთანხმებით, უმთავრესი ფაქტორია ნდობის მოსაპოვებლად, თუნდაც კონფლიქტურ სიტუაციაში.
ავტორი