https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დისტანცირება, შეზღუდვები მოიხსნება და ანდრიასთან ჩახუტების სითბოც გაზაფხულივით მოვა!

6:03; 3.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ კარგად იცოდა 2020 წლის მეორე ნახევარში კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროების შესახებ, საქართველოს ყველა მოქმედ სკოლაში  სასწავლო პროცესი მაინც დაიწყო. ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებმა მანანა კვაჭანტირაძემაც იცოდა იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლებოდა, ეპიდემიურ აფეთქებას მოჰყოლოდა, მაგრამ შვილი ოზურგეთის  #4 საჯარო სკოლაში შეიყვანა _ ანდრია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვია და მისთვის ახალ ეტაპზე გადასვლა, სოციალური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

“ჩემი მთავარი მიზანია, ანდრიას ჰყავდეს ბევრი მეგობარი და ბავშვებთან ჰქონდეს აქტიური კავშირი“, _  ამბობს ანდრიას დედა მანანა კვაჭანტირაძე. სოციალური ინტეგრაცია ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და პანდემიამ, რომელიც ფართო ურთიერთობებისას ძალას იკრებს, სწორედ ამ ინტეგრაციას შეუქმნა საფრთხე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ანდრია ონლაინ სწავლების პროცესშიც ხალისით ჩაერთო. როგორ მოახერხეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა სწავლის ონლაინ ფორმატთან ადაპტირება _ ეს იყო ჩვენი სტატიის თემა.

მანანა კვაჭანტირაძე  გვიყვება, რომ კორონავირუსის პიკურ პერიოდში, ანდრიას, ცხადია, სკოლაში აღარ უვლია, თუმცა, აქტიურად ჩაერთო ონლაინ სწავლებაში. ახლა კი, რამდენიმე კვირაა საკლასო ოთახში აგრძელებს სწავლას.

მანანა კვაჭანტირაძე: “ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის პროცესები, რაც ანდრიასთვის აუცილებელია, როგორმე დავაფინანსოთ. მთავარია, ჩვენმა შვილმა მიიღოს განათლება, ტიპიური განვითარების ბავშვისგან განსხვავებით, ამათ ჭირდებათ მუშაობის დასწავლა, ყველაფერი უნდა დაისწავლოს _ ქცევის მართვა, მეტყველებაზეც მუშაობენ.

ანდრია 6 წლისაა; მას სკოლაში სიარული პირველ ეტაპზე არ მოწევია და სწავლა პირველად დისტაციურად დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ კარგი მასწავლებელი შეხვდა, რომელიც ანდრიას გასაგებ ენაზე გადმოცემდა; პირველადვე, როცა შევხვდი ანდრიას პედაგოგს ნათია ბოლქვაძეს, მივხვდი, რომ ჩვენთვის მთავარი სტიმული მისი მიდგომა და პედაგოგების თანადგომა იყო. მეც ვსწავლობდი, რათა  შემდეგ ანდრიას დავხმარებოდი. სოციალური პრობლემა უფრო იყო ანდრიასთან და ამიტომ, გადავწყვიტე, სკოლაში შეყვანა წელს. ბავშვებთან კონტაქტი მინდოდა ჰქონოდა, მეტი ურთიერთობა ყოფლიყო თანატოლებთან. ჩემდა გასაკვირად, ძალიან კარგად აუღო ალღო სწავლას _ ეს მასწავლებლის და ჩემი დახმარებით მოხდა, რადგან ორივემ კარგად მივაწოდეთ სასწავლო მასალა.

ჩემი შვილის დიაგნოზი ბავშვთა აუტიზმია; ამ დიაგნოზის ბავშვებს მეტად სჭირდებათ თანატოლებთან ჩართულობა და მათი მხრიდან გაგება.  მათ სხვანაირი ხედვა აქვთ და მართლა განსხვავებულად აღიქვამენ ყველაფერს. ამბობენ, რომ როდესაც საუბრობენ, აგრესიულები არიან, თუმცა, ამაში ვერ დავეთანხმები, ვინც ამას ამბობს. 5 წელია დამყავს ჩემი შვილი ბათუმში შესაბამისს ცენტრში; ეიბიეი (ABA) თერაპია აუცილებლად ჭირდება _ როგორც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის წყლის მიღება, ისეა მათვის ეს თერაპია. ეს სერვისი ოზურგეთში არ არის და აქედან გამომდინარე, დაგვყავს ბათუმში.

ამ დიაგნოზის ბავშვები სხვადასხვა განვითარების არიან, ყველა ბავშვი განსხვავებულია: ზოგს ქცევის გამოხატვის პრობლემა აქვს, ზოგი _ ვერ ლაპარაკობს და ა.შ. ყველას სჭირდება ინდივიდუალურად ყურადღების მიქცევა“, _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ABA თერაპია ანუ ქცევის გამოყენებითი ანალიზი გამოიყენება სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ასაკისა და დიაგნოზის მქონე პირებთან სამუშაოდ და ორიენტირებულია სამეტყველო, საკომუნიკაციო, თამაშის, თავის მოვლის, აკადემიური უნარებისა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

მანანა კვაჭანტირაძის თქმით, აუტიზმით მქონე ბავშვებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ავადმყოფებად აღიქვამენ:

“პირდაპირ მინდა ვთქვა _ ეს ბავშვები არ არიან ავადმყოფები; უბრალოდ, ხედვა და ქცევა აქვთ სხვანაირი. ამიტომ, უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. ინიციატივას თავად არ გამოხატავენ და თქვენზეა დამოკიდებული მათ გვერდით დგომა“, _ ამბობს ანდრიას დედა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ონლაინ რეჟიმიდან სასწავლო პროცესზე გადართულ ორმოცდაორ საჯარო სკოლაში, დღეისთვის, 201 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს და მათ ორმოცდასამი სპეცპედაგოგი ემსახურება; ამ ინფორმაციას “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი აწვდის.

ლელა იმედაშვილი: “ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ მოსწავლეებთან მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები. სპეცპედაგოგთა უმეტესობა  გადამზადებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ამ გადამზადების პროცესს მასწავლებელთა სახლი ხელმძღვანელობს. ამასთან, სამინისტროს მიერ, გურიაში ჩამოყალიბებულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მონიტორინგს უწევს  პროცესს, ეხმარება პედაგოგებს სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენაში და პროცესების მართვაში.  

არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლის შენობებისა და სველი წერტილების მოდერნიზაცია და მორგება სსსმ მოსწავლეების საჭიროებებს. ამ მიმართულებითაც ყოველწლიურად ვდგამთ ნაბიჯებს და ვცდილობთ, ყველა დეტალი გავითვალისწინოთ.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მშობლები ენდობიან სკოლებს, გამოთქვამენ თანხმობებს მათი შვილების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციაზე. ზოგიერთ სკოლაში, სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, ჩვენ ხელშეკრულებით აგვყავს დამხმარე პირები, რომელზედაც დასკვნას სწორედ მულტიდიციპლინური გუნდი გასცემს. ჩვენ ამ გუნდთან თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა ჩამოგვიყალიბდა.

წინ კიდევ  ბევრი საინტერესო გამოწვევაა. მათ შორის არის სპეცპედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლისთვისაც მზადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, უკვე დაასრულა და საგამოცდო პროგრამები უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის“. 

ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე:  “ჩვენ გვყავდა და გვყავს აუტისტური სპექტრის ბავშვი, ამიტომ,  რაღაც გამოცდილება გვქონდა ამ მიმართულებით.  წელს განსხვავებული პირობა იყო _ როცა დაიწყო პირველ კლასელთა რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე რეგისტრირდებოდნენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა ძალიან კარგი პროექტი და მოხდა მოსწავლის შესწავლა სასწავლო პროცესის დაწყებამდე. პროცესში ჩართული იყო მასწავლებელი, მშობელი. ადრე,  სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ვაგზავნიდით მიმართვას შესაბამის სამსახურში,  მერე ხდებოდა შესწავლა, დასკვნის დაწერა; მოკლედ, ეს ყველაფერი იწელებოდა დროში. ამჯერად, სასწავლო წლის დასაწყისშივე  მოწესრიგებული იყო დოკუმენტაცია. მასწავლებელი ფსიქოლოგიურად მზად იყო,  ის და მოსწავლე უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. დასკვნაში ეწერა, რომ ბავშვს ჭირდება ასისტენტი და აიყვანეს კიდეც. ასე რომ, ბავშვთან სამუშაოდ ყველა პირობა იქნა შექმნილი. გარემო იყო ადაპტირებული იმისთვის,  რომ ბავშვს დისკომფორტი არ შექმნოდა. მასთან ერთად გაკვეთილზე იყო ასისტენტი _ შეიძლება მოსწავლე გადაიღალოს, ან გარეთ მოუნდეს გასვლა ამ დროს მასზე ასისტენტი ზრუნავს.  გარდა ამისა ბავშვს ემსახურება სპეციალური მასწავლებელი.

აღნიშნულ მოსწავლესთან პანდემიის პერიოდშიც  ჩვეულებრივად მიმდინარეობდა მუშაობა _ ეკონტაქტებოდნენ მასწავლებლები, რომლებიც სამინისტროს მიერ  აღჭურვილები არიან სპეციალური რესურსებით. სასიხარულოა, რომ ბავშვი სოციალურ ქსელშიც იყო ისეთი აქტიური, როგორც ამ კლასის სხვა მოსწავლეები.

მესამე კლასშიც გვყავს აუტისტური სპექტრის მოსწავლე.  ის სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ ძალიან შეიცვალა. ასისტენტი მასაც ჰყავს ჯერჯერობით, თმცა, პროგრესის ფონზე, მომავალში შეიძლება აღარ იყოს ამის საჭიროება. მისი მშობელი აქტიურადაა ჩართული სწავლის პროცესში.

აუცილებლად უნდა ვთქვათ,რომ მშობლები ორიენტირებულები და გარკვეულები არიან ბავშვების საჭიროებებში. თვალნათელია, რომ სკოლაში სწავლისას, ამ ბავშვებში ხდება გარდატეხა, ცვლილებები უკეთესობისაკენ.

კიდევ მეტის გაკეტებაა საჭირო; მაგალითად, არასამთავრობოებს რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, აქვთ განსაკუთრებული ტიპის რესურსები და კარგი იქნება მათი მეტად ჩართვა პროცესში;  სპეც მასწავლებელი და ასისტენტიც უფრო მეტად უნდა იყვნენ გადამზადებულები“, _ ამბობს ტარიელ კალანდაძე.

თეონა თალაკვაძე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის ასისტენტი ამბობს, რომ მას და ანდრიას ახალი ცხოვრების დაწყება ერთად მოუხდათ; ანდრიამ სწავლა დაიწყო, მან კი _ ანდრიასთან მუშაობა.  მათ კომუნიკაცია პანდემიის დროს, ონლაინ სწავლების რეჟიმშიც არ შეწყვეტილა.

“ბავშვთან ერთად უნდა ვიყო გაკვეთილზე და მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველმხრივ დავეხმარო. ჩემთვის გამოწვევა იყო პირველი ურთიერთობა აუტისტური სპექტრის ბავშვთან, როგორც მოსწავლესთან. თუმცა,  ინკლუზიური სწავლების მიმართულებით სასწავლო კურსი მაქვს გავლილი; პროფესიით კი, დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. მე არ მაქვს უფლება გაკვეთილის მსვლელობის დროს ჩავერთო პროცესში, მაგრამ ნებისმიერ დროს შემიძლია დავეხმარო; ჩემს მოსწავლეს ძალიან გაუმართლა _ არაჩვეულებრივი დედა და პედაგოგები ჰყავს.

პანდემიის პერიოდში, ონლაინ სწავლების დროს, გვქონდა კომუნიკაცია; სახლში არ ვაკითხავდი, მაგრამ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა ტელეფონით, ინტერნეტით… თავიდან, პირველად რომ დავიწყეთ სწავლა, მეც შეშინებული ვიყავი _ არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა. ახლა უკეთესობისკენ ვართ შეცვლილი, უფრო მშვიდი და მონდომებულია გაკვეთილზე, უფრო მეტად ჩაერთო სასწავლო პროცესში.

თავიდან კლასის სხვა ბავშვებიც დამფრთხალები იყვნენ, ახლა, ნელ-ნელა აწყობენ ურთიერთობებს, უფრო კონტაქტურები გახდნენ, სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ. მინდა ვთქვა, რომ #4 საჯარო სკოლაში ერთად მოგვიწია შესვლა: მე მუშაობა დავიწყე და ანდრიამ _ სწავლა”.

ანდრია: “ყველაზე ლამაზი ჩემი ქვეყანაა”

ოზურგეთის მე-4-ე  საჯარო სკოლის სპეცპედაგოგ ნინო ჩხარტიშვილისთვის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლესთან ურთიერთობა წელს პირველი არ იყო, მას ორწლიანი გამოცდილება აქვს:

“ჩვენ მარტო სწავლაზე ვერ ვიქნებით ორიენტირებული_  ვცდილობთ, ვასწავლოთ ყველაფერი, ქცევის წესებიდან დაწყებული, სასიცოცხლო ფუნქციისთვის საჭირო ყველა ჩვევის ჩათვლით. როცა უნარების გამომუშავებაში მშობელიც აქტიურადაა ჩართული,  მასწავლებელს შრომა გაცილებით უადვილდება.

პანდემიის პერიოდში ონლაინ სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები აუტისტური სპექტრის ბავშვები. ერთმა ვირუსი გადაიტანა და რა თქმა უნდა, ავადობის პერიოდში ვერ ერთვებოდა ონლაინ გაკვეთილებში, მაგრამ ამ დროს უშუალოდ მშობელს ვეკონტაქტებოდი, ვუგზავნიდი დავალებებს, აქტივობებს და მისი დახმარებით მუშაობდა ბავშვი.

არა იმიტომ, რომ ჩემი სკოლაა, ობიექტურად ვამბობ, რომ სკოლიდან ყველანაირი ხელშეწყობაა. თუ მშობლებს დაეკონტაქტებით, დარწმუნებული ვარ, იგივეს გეტყვიან. მასწავლებლებს ტრენინგები აქვთ გავლილი, იციან როგორ უნდა მოექცნენ, როგორ იმუშაონ ამ ბავშვებთან. მშობლებიც არაჩვეულებრივად მუშაობენ.  სიძნელის მიუხედავად, თითქმის ყოველთვიურად დაყავთ ბავშვები ბათუმში, თერაპიებზე. მე როგორც ვხედავ, შედეგიც არის. რაც შეეხება საზოგადოებას, ეს ბავშვები წინანდებურად დამალულები აღარ არიან. საზოგადოებაც ნელ-ნელა ეჩვევა გულისხმიერებას, თანადგომას, განსხვავებულის სიყვარულს… ასე თუ ისე, წინსვლა არის“, _ ამბობს ნინო ჩხარტიშვილი

პანდემიის პირობებში აუცილებელი სასკოლო ონლაინ ურთიერთობები ცოცხალი ურთიერთობებით შეიცვალა ოზურგეთში. იმედია, ანდრიას და მის კლასელებს “მესამე ტალღა“ ერთმანეთს არ დააშორებს, ახლანდელი დისტანციებიც მოიშლება და ჩახუტების სითბოც გაზაფხულივით მოვა.

მაგრამ პანდემია არ არის ერთადერთი დამაბრკოლებელი ზღუდე ანდრიას და ანდრიასნაირი განსხვავებული ხედვებისა და ქცევების ბავშვებისთვის; ყველა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ამბობს, რომ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ არიან ლოგოპედები, ფსიქოლოგები, რომლებიც მათთან იმუშავებენ. არც ABA-თერაპიის ცენტრია და ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მისაღებად, პატარებს მშობლებთან ერტად, ბათუმში უხდებათ სიარული.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026

ინფიცირების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენები - GDI-ის ანგარიში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო