“ვერ დაუშვებ ციხიდან მანიაკების, გარყვნილების და კასტილა პედოფილების შეწყალებას! ვერ დაუშვებ ტოტალურ ტერორს ქვეყანაში! ვერ დავუშვებ ნაცების ფარფაშს!” _ წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე.
სამხარაძე “ნაციონალებს” სიურპრიზს პირდება:
“არ მაინტერესებს ვინ, ვის აძლევს ხმას! არ მაინტერესებს ვინ, ვის ლობირებს! არ მაინტერესებს ვინ, ვისთან არის ვალში!
ისიც არ მაინტერესებს რეალობა, რომ არ იცის ზოგმა ან პირიქით _იცის და შეგნებულად, აფერისტულად მე მადანაშაულებს რაღაცეებში!
არ მაინტერესებს არავინ, ვინც საქართველოს მტერია, როგორც ნაცები!
სულ მარტო რომ დავრჩე, ბოლომდე ვიბრძოლებ წურბელა ნაცების წინააღმდეგ!
სიურპრიზებს ელოდეთ ნაცებო”, _ წერს სამხარაძე.