რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
„რუსებმა ორ თემს დაარტყეს – ნიკოპოლსა და მარგანეცს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზიანდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა დაშავდა», წერს რეზნიჩენკო.
მისი თქმით, ქალაქში 11 მრავალსართულიანი და კერძო სახლი დაზიანდა.
რუსულმა ჭურვებმა ასევე დააზიანა საბავშვო ბაღი, ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ავტოსამრეცხაო, ავტოსადგომი, რამდენიმე ავტომობილი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.