მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს მრავალი სასაცილო ამბავი გადახდენია თავს.
ერთხელ საგარეჯოს კულტურის სახლში სპექტაკლი „მეფე ერეკლე“ დაიდგა. ანა ბატონიშვილის როლს დოდო ჭიჭინაძე ასრულებდა, ბესიკისას – იაკობ ტრიპოლსკი.
ერთ სცენაში ანა თავს იკლავდა, ბესიკი კი სატრფოს დასტიროდა.
ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე 8-9 წლის აღელვებული ბიჭუნა ავარდა, დააკვირდა „გარდაცვლილ“ მსახიობს და გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს განა, სუნთქავს!
უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი, რომელიც მოგვიანებით აპლოდისმენტებმა შეცვალა.
ავტორი