ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს 48 ირანელი ლიდერი დაიღუპა.
„პროცესი წინ მიიწევს. სწრაფად მიიწევს წინ. ასეა 47 წელია. არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა. ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მათ ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდათ და მაშინ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.





























































