,,ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მკვლელია“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა
„სი ძინპინთან კარგი ურთიერთობები მქონდა. მართლაც მივიჩნევდი, რომ მას მოვწონვარ, ხოლო მე კი ის მომწონდა“, _ განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
ტელეკომპანიის წამყვანის რეპლიკაზე თეთრის სახლის ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა, რომ სი ძინპინი მკვლელია.
,,ის მკვლელია, მაგრამ მასთან შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა. თუმცა, როდესაც კორონავირუსი გავრცელდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორია იყო, რადგან მათ ამ ვირუსით მსოფლიო გაანადგურეს.“
დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას, ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა პეკინმა კორონავირუსის წარმოშობისთვის მსოფლიოს რეპარაციები უნდა გადაუხადოს.
„მათ რეპარაციები უნდა გადაიხადონ, თუმცა ჩინეთს არ აქვს ფული ამ რეპარაციებისთვის. მთელ მსოფლიოს სადღაც 60 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს“, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.
[sexy_author_bio]