უახლოეს მომავალში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდ ეკრანზე ვიხილავთ.
მხატვრულ სურათში The Apprentice საუბარი იქნება დონალდ ტრამპის ახალგაზრდულ წლებზე და მისი კარიერის პირველ ნაბიჯებზე. ტრამპის როლს მსახიობი სებასტიან სტენი შეასრულებს.
მის გარდა ამ სურათში მსახიობებს ჯერემი სტრონგსა და მარია ბაკალოვასაც ვიხილავთ. ეს უკანასკნელი ივანა ტრამპის როლს შეასრულებს. ივანა და დონალდი 1977 – 1992 წლებში ცოლ-ქმარი გახლდნენ.
ახალი ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი